ზუგდიდში 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ოთხის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ვიბლიანთან, მოადგილეებთან, საკრებულოს ფრაქცია,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან და ა(ა)იპ ,,სკოლამდელ -სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, საბავშვო ბაღების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა და აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება ექნებათ.

„ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 ახალი ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ახალი საბავშვო ბაღები შენდება ზუგდიდში, ერგეტაში, ინგირში, ქვემო კახათში, ოდიშსა და ოქტომბერში. სრული რეაბილიტაცია უტარდება ცაცხვის, ნარაზენის N2, რიყისა და კახათის ,,რწმენა” საბავშვო ბაღებს.

აღნიშნულ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება