ადგურ არძინბა - უახლოეს დღეებში მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას ეკისრება

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ საოკუპაციო ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, „გადაიდოს ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე“.

ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადოს ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ხალხს ყოფს და საზოგადოებას აღელვებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - აღნიშნა არძინბამ.

მან ასევე მიმართა „ძალოვან სტრუქტურებს“, გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება.

„ნუ მისცემთ უფლებას გამოგიყენონ იარაღად ხელისუფლების ხელში, რომლის მიზანიც ხალხის ხარჯზე პიროვნული გამდიდრებაა. გახსოვდეთ, რომ ფიცი დადეთ არა პრეზიდენტის, არა ასლან ბჟანიას და მისი ოლიგარქებს, არამედ ჩვენი სამშობლოს წინაშე. თქვენი ლოიალობა უნდა იყოს მიმართული ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვაზე და არა ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერაზე, რომელიც მზად არის საერთო სიკეთე საკუთარ სარგებელს შესწიროს“, - აღნიშნა არძინბამ.

მისი მტკიცებით, „აფხაზეთის ხელისუფლების ქმედებებმა, აქტივისტების სასტიკმა დაკავებამ მკვეთრად გაამწვავა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა.

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს.

აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს