190-ზე მეტი ვეტერინარული კლინიკის, ვეტაფთიაქისა და ზოომაღაზიის კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ინსპექტორებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 190-ზე მეტი ობიექტი შეამოწმეს, დარღვევა კი მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოავლინეს.

მათი ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა 190-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა. გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები.

შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ლაბორატორიული კვლევისთვის ინსპექტორები ნიმუშებს იღებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს: მნიშვნელოვანია, ვეტერინარული პრეპარატების შეძენის დროს, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტს, დაიცვათ გამოყენების წესი და ვადები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 15 01“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს