„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სააპელაციო სასამართლოს წინ ფურცლები დატოვეს, რომელიც მათივე შეფასებით, მტკიცებულებებია, რაც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სააპელაციო სასამართლოს წინ ფურცლები დატოვეს, რომელიც მათივე შეფასებით, მტკიცებულებებია, რაც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს.

ამასთან, მათ სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით საჩივრები განიხილება, მათ თან მიიტანეს პლაკატები წარწერით: “დაიბრუნე შენი ხმა!”, “გაუქმებულია სასამართლო!”, “გაუქმებულია არჩევნები!”

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას შეფასებით, საქართველოს მოსამართლეებმა მტკიცებულებები მაკულატურად აქციეს.

„დღეს დილიდან ხაზს ვუსვამ, რომ გაუქმეს სასამართლო მოსამართლეებმა. მაკულატურად აქციეს ყველა ის ქაღალდი და მტკიცებულება, რომელსაც ჩვენ დღეს წარვუდგენდით. არაფერს აზრი არ ჰქონია, ამიტომ თქვენ თვალწინ ამ მაკულატურას [სააპელაციო სასამართლოს] კიბეებზე დავტოვებთ, დავუყრით. იმიტომ, რომ მათ ეს [მტკიცებულებები] არ აინტერესებთ. არც კითხულობენ, არც აანალიზებენ და წერენ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს მათ. ამიტომ მათ სამართალს ახლა აქ დავუყრით და აქედან წავალთ”, - განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა