გორის მერია - გორში, ბარნოვის ქუჩა #8 - ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, ბარნოვის ქუჩა #8 - ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სახურავის დემონტაჟი.

„სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

გარდა ბარნოვის ქუჩისა, სამუშაოები მიმდინარეობს სტალინისა (#13) და მშვიდობის (#13) გამზირებზე.

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს (სუხიშვილის ქუჩა #14, რომელაშვილების ქუჩა #179, რომელაშვილების ქუჩა #176, შინდისის გმირების გამზირი #22).

სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება , სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მუნიციპალიტეტი სრულად (100%) აფინანსებს.

პროექტის საერთო ღირებულების 90% - იანი თანადაფინანსების შემთხვევაში თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.

პროგრამა მოქალაქეებს მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება