პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

„პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური დააჯილდოვეს.

ლერი ხაბელოვმა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლები გადასცა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2024 წელი სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული შედეგებით გამორჩეულად წარმატებული იყო.

ცერემონიას ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ქართული სპორტის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს