სადამკვირვებლო ორგანიზაციები: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას მართავენ

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საჯარო შეხვედრას მართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე, კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას თქმით, არც საარჩევნო ადმინისტრაციამ, არც საგამოძიებო უწყებებმა დამკვირვებლებს არ დაუსვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამ დარღვევებზე, ამიტომ დამკვირვებლებმა თავად დაიწყეს საუბრები იმაზე თუ რა ნახეს.

„სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები გავაკეთეთ და განვაცხადეთ, რომ დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ კამპანია და ამას ეთანხმება ჩვენი ათასობით დამკვირვებელი, რომ მთელმა საქართველომ, თანამდებობის პირებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა პირადად მოუსმინონ იმ ადამიანებს, ვინც არჩევნების დღეს იყვნენ საარჩევნო უბნებზე, ვინც შეესწრნენ სისტემურ დარღვევებს და ისაუბრონ მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მოუსმინონ მოქალაქეებს. ჩვენი დამკვირვებლები - საქართველოს ათასობით მოქალაქეები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი დაიწყებენ საუბარს რა ნახეს საარჩევნო უბანზე. სამწუხაროდ, არც საარჩევნო ადმინისტრაციამ, არც საგამოძიებო უწყებებმა ამ ადამიანებს არანაირი კითხვა არ დაუსვეს, არ დაგვისვეს ჩვენ, რაზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ამ დარღვევებზე. ისინი დაკავებულები არიან იმით, რომ დაამტკიცონ, რომ დარღვევა არ ყოფილა, ამიტომ დამკვირვებლებმა თავად დაიწყეს საუბრები იმაზე თუ რა ნახეს.

ეს არის დასაწყისი. კვირას, 19:00 საათზე, მოქალაქე დამკვირვებლები ისაუბრებენ იმაზე თუ რა ნახეს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ და ერთად გავაპროტესტოთ და დავიბრუნოთ ხმა, რომელიც კრიმინალური გზით წაგვართვეს”,- აცხადებს ლომჯარია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს