თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელთან ხმაური იყო

თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელთან ხმაური იყო. სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.

თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მივიდნენ.

როგორც თსუ-ს სტუდენტმა, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერმა ნიკო მანაგაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, ხელისუფლებას ამ სტუდენტური მუხტის ეშინია და უნივერსიტეტის შენობის ჩარაზვის განკარგულება სწორედ მან გასცა.

„ცოტა ხნის წინ მოვედი აქ, მას შემდეგ, რაც ვნახე, რომ რამდენიმე სტუდენტი მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, უნდოდათ, რომ შესულიყვნენ შენობაში და იქიდან დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. წარმოუდგენელი პანიკა ატყდა ადმინისტრაციაში, ეგრევე ჩარაზეს კარი, დღევანდელი სასწავლო პროცესი გამოაცხადეს დასრულებულად, შიგნით მყოფ ლექტორებსა და სტუდენტებსაც კი არ უშვებდნენ გარეთ, რომლებიც ლექციებიდან გამოდიოდნენ. ეს არ არის პანიკა, ეს არის სინამდვილეში ინდიკატორი ხელისუფლების ამჟამინდელი მდგომარეობის, რადგან ეს არ არის უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გარედან ნაკარნახები“, - აღნიშნა ნიკო მანაგაძემ.

თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა მანამდე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებდნენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს