გიორგი ჩაკვეტაძე - ის, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ

ის, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის ოთხ ბარიერგადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ. ლევან სანიკიძე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, - წერს "ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია და „ნაცმოძრაობა“ თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ, „შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და თქვან რას აპროტესტებენ“.

„ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის ოთხ ბარიერგადალახული პარტიისა და ნაცმოძრაობის არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ.

ლევან სანიკიძე ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია. ნაცმოძრაობა თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ და შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და გვითხრან რას აპროტესტებენ.

თუ არა და, თენგომ მაინც გვითხრას - ოღონდ, მარკერმა გაჟონაო ამაზე უფრო დამაჯერებელი რაიმე არგუმენტი.

ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ უნივერსიტეტებმა მიიღეს რეალური ავტონომია და განათლების კერას, განათლება დაუბრუნდა!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება