ახალგაზრდები, რომლებიც თსუ-ს მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობისას ჭავჭავაძის გამზირი ცალმხრივად გადაკეტეს.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სურთ ილიას უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებთან ერთად გაიარონ სამომავლო გეგემები და პროტესტის ფორმები.

მანამდე, სტუდენტები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსში ითხოვდნენ შესვლას, შემდეგ მეორე კორპუსში, თუმცა ორივეგან სამართალდამცავების კორდონი დახვდათ და შენობაში არ შეუშვეს.

ამასთან, ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან აქციაზე მივლენ, რადგან, როგორც მათ განმარტეს, ცესკო საბოლოო ოქმს აჯამებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა