გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

მისივე ინფორმაციით, შოლცმა „დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ის და ჯარები გაიყვანოს“.

„ფედერალური კანცლერი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას სამშვიდობო პროცესში”, - განაცხადა ჰებეშტრაიტმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება.

ცნობისთვის, ოლაფ შოლცი თითქმის 2- წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება