მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს - მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა, ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო და სამომავლო გეგმები.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი, ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის სფეროში, ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.

სამედიცინო მსოფლიო კონგრესი, თურქეთში, 2014 წლიდან ტარდება. წელს, მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემაა „ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალი“. საერთაშორისო ღონისძიება მოიცავს: პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებს, ვორქშოპებსა და სიტყვით გამოსვლებს.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი