„თბილისი ენერჯი“ - გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, რომ იყვნენ ყურადღებით და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

„გაცნობებთ, რომ ნაძალადევის რ-ში - ზესტაფონისა და ჭყონდიდელის ქუჩების კვეთაზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 16 ნოემბრის 02:15 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდა ზესტაფონის ქ. 1, 3, ცოტნე დადიანის ქ. 152, 154, ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს ,,გრადბურგ დეველოპმენტი"-ს, შპს ,,სვეტი ჯგუფი"-ს, შპს ,,ბინექსი"-ს, შპს ,,ლაიფ მასტერი"-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს ,,ატლასის" საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს ,,ოპტიმას" საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს ,,კ სამი"-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,ბინექსი"-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს ,,კიკვიძე-1-ის, შპს ,,კიკვიძე 2"-ის, შპს ,,ალფა რეზიდენსი"-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს ,,ალაზანის" საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ნილი", შპს ,,ტკბილი ქვეყანა", შპს ,,ანა ჯგუფი", შპს ,,მითანა", # 4 პურის ქარხანა, შპს ,,კოლხი", შპს ,,ხაბაზი 77", შპს ,,ლითენ თრიი", შპს ,,ფაბრიკა 1900", შპს ,,სოგური", სს ,,კოლხეთი", შპს ,,ჯორჯია", შპს ,,ლაგი 98", შპს ,,გლობალ თრეიდი", # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს ,,საქართველოს რკინიგზა", სს ,,მრეწვრკინიგზა", ი/მ ნური გურიელიძე, შპს ,,პრემიერა. ტმ", შპს ,,ჰაიდელბერგ ჯორჯია", შპს ,,პურპროდუქტების საწარმო-შირაქი", შპს ,,ჯეო-ემ-ტექსი" და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 16 ნოემბერს 12:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 საათამდე.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი