გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე - ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება - არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული

ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა, რომელიც დაპირისპირების გამო ცოტა ხნით შეწყდა.

კალანდარიშვილის თქმით, მხოლოდ ზეწოლით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით ცდილობს დაინტერესებული მხარე განამტკიცოს აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

„მხოლოდ პირადი თავდასხმებით, პირადი ზეწოლით, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარეზე თუ ჩვენ ასევე ვნახეთ არაერთი შემთხვევა ქვემდგომი კომისიების თავმჯდომარეებთან და წევრებთან მიმართებით - ასეთი ბულინგით, ზეწოლით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე, გადაფაროს ის საკითხები და შექმნას საზოგადოებაში ის აღქმა და განამტკიცოს ის აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ სადმე რაიმე მანიპულაცია მოხდა, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველმა მიმართა საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც ეუთო/ოდირი, NDI, IRI, ENEMO, EPD და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნებს საკმაოდ პოზიტიურად აფასებდნენ, რაც არ არის ჩემი სიტყვები, არის ის ამონარიდი, რომელიც აღნიშნული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებში შეგიძლიათ იხილოთ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების - ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება. ეს მეორეხარისხოვანია, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ქმედებით, ასეთი ზეწოლით, ასეთი ბულინგითა და პირადი თავდასხმებით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო