მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე - არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას.

მისი თქმით, რადიკალებს 26 ოქტომბერს არავინ აპატია ბულინგი და ძალადობა, ამ საქციელსაც არავინ აპატიებს მათ.

"რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება. ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა - ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს!!! არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში“, - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა