მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე - დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ! - შემსრულებელ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!

დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შავ ლაქად აზის ქვეყანას! - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კირთაძეს ამ საქციელს უწონებენ. მანვე აღნიშნა, რომ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ მათ ქმედებებზე.

"დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შავ ლაქად აზის ქვეყანას! ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის მარჯვენას ვინც უქებთ!!! მაგ მენტალიტეტით, მაგ ბოროტებით და არაადამიანურობით ვერსად თავს ვერ დაიმკვიდრებთ!

რაც შეეხება ამის ჩამდენებს, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა!

შემსრულებელ დავით კირთაძე და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!" - წერს მარიამ ლაშხი, რომლის კომენტარსაც პარტია “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა