დავით კირთაძე - კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა

კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

დავით კირთაძის განცხადებით, „ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი“

„მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა. ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელიც მან თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით ჩვენს ქვეყანას დაამჩნია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შანსი, ჩაგვეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც დიდ ოჯახში გაწევრიანებასთან მიგვიყვანა, თუმცა მან რუსეთი არჩია. მან შეასრულა "ქართული ოცნების" დავალება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნოტარიულად მოპარული ხმები დაემტკიცებინა. თუმცა კი ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.

არ ვიცი, გატარდება თუ არა ჩემ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები, ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს პროტესტი არის ჩემი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ”, - განაცხადა დავით კირთაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო