მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამოწმებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 140-ზე მეტ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში.

„კონტროლის შედეგად გამოვლინდა 18 სამართალდარღვევა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში აკრძალული პრეპარატის იმპორტი, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის რეალიზაციის ფაქტები, მარკირებისა და შეფუთვის წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, უხარისხო და ვადაგასული პრეპარატები დაილუქა და განადგურდა შესაბამისი წესის დაცვით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წლის განმავლობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტის შემოწმება აქვს დაგეგმილი. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს