ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა - გიორგი შარაბიძის განმარტებით, სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება "ფიზიკურად ვერ შეძლო"

შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.

გიორგი შარაბიძემ საზოგადოებისთვის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა განმარტა.

„დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა მინდა განვმარტო- შემაჯამებელი ოქმი დგება ცესკოს სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ინსტანციის, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სასამართლოებში განხილულ იქნა ყველა დავა და შესაბამისად, ყველა შემაჯამებელი ოქმი იყო კანონიერ ძალაში შესული. ასე რომ, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი პროცედურა რასაც ითვალისწინებს კანონი გახლავთ ის, რომ კომისიის მდივნის მიერ ცხადდება შესაბამისი შედეგები და ივსება შემაჯამებელი ოქმი, მას ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი და ის დასტურდება კომისიის ბეჭდით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის სამწუხარო ინციდენტი, რაც მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის სხდომაზე და შესაბამისად, შემაჯამებელ ბრიფინგსაც მე ვატარებ, იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, რომ თავმჯდომარემ დაასრულა კომისიის სხდომა და შესაბამისად, იმ ინციდენტიდან გამომდინარე, მან ფიზიკურად ვერ შეძლო თქვენ წინაშე წარდგომა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც უპრეცედენტო აქტივობით მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და ამასთან მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემებით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა, ის გადაიგზავნება შესაბამისად საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად,“ - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო