საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი - ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, ორი პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის სერგი ბზიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, ორი პირია დაკავებული.

მისი განმარტებით, დაკავებულები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებებს.

როგორც მან აღნიშნა, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„ორი პიროვნებაა ამ წუთას დაკავებული. გზას კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებას”, - განაცხადა სერგი ბზიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან”.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა