გიორგი ვაშაძესა და ვაჟა სირაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

პატრულს რომ იარაღი აქვს პირველად გაიგე? რა შუაშია პროტესტის ფორმა? წადი, გაიარა რა, - ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საპროტესტო მსვლელობის დროს.

აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართეს, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის. გიორგი ვაშაძის თქმით, მშვიდობიანი მანიფესტაცია ტარდება, ამ დროს კი, პოლიციას თან აქვს იარაღი, რისი უფლებაც მათ არ აქვს.

“რატომ არღვევთ კანონს? გეკითხებით! კანონი დაწერილია ჩემთვისაც და შენთვისაც. კანონით არ შეიძლება ასეთ დროს პოლიციელს ჰქონდეს იარაღი. ცესკოს შენობაში იყავით ყველა და ტყუილია, რომ ეს ხალხი აქ შემთხვევით მივიდა. ეს ადამიანები შეიარაღებულები რატომ დადიან აქ? კანონდარღვევაა-მეთქი, გეუბნები. მშვიდობიან ხალხთან იარაღით ნუ დადიხართ, მეორედ არ დაგინახოთ იარაღით. მოხსენით ეს შეიარაღებული ხალხი აქედან", - მიმართა ვაშაძემ სირაძეს.

ვაჟა სირაძის თქმით, უკანონობაა, როდესაც რამდენიმე ადამიანი კეტავს გზას, რის უფლებასაც პოლიცია მათ არ მისცემთ. რაც შეეხება პოლიციის მიერ იარაღის ტარებას, მისი თქმით, პოლიციას ამის უფლება აქვს და ისინი ამით კანონს არ არღვევენ.

“მე გეუბნები, რომ არ აქვს ადგილი [კანონდარღვევას]. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არის იარაღით, აქვს იარაღის [ტარების] უფლება. პატრულს რომ იარაღი აქვს პირველად გაიგე? რა შუაშია პროტესტის ფორმა? წადი, გაიარა რა”, - მიმართა ვაჟა სირაძემ გიორგი ვაშაძეს და მის არგუმენტებს “დემაგოგია” უწოდა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად ცესკოსთან, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების პარალელურად აქცია გამართეს. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ მათ ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნის გავლით მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა ამის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა. მსვლელობის განმავლობაში პოლიციამ აქციის სამი მონაწილეც დააკავა. ამ დროისთვის კი, მსვლელობა დასრულებულია.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო