ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს

დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა. რადგან თუ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ ევროპაში ერთიანობის სიმტკიცეც შეიცვლება. ექნება თუ არა ამას გავლენა დახმარების გაზრდაზე? არა, ეს მხოლოდ მის შემცირებაზე იქონიებს გავლენას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სექტემბერში გამართული შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო.

„მან თქვა, რომ ომის დასრულება სურს, მაგრამ ასევე, მას დახმარება სურს. ის უკრაინის მხარდაჭერის მხარეს არის, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს. ჩვენს საუბრებში აქამდე არსებული ატმოსფერო კარგი იყო, ვნახოთ შემდგომ რა იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს