ჩინეთის პრეზიდენტი - მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, პროტექციონიზმი ვრცელდება

მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, პროტექციონიზმი ვრცელდება, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართულ აღმასრულებელ დირექტორთა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, უნილატერალიზმი და პროტექციონიზმი ვრცელდება, მსოფლიო ეკონომიკის დანაწილება გაძლიერდა“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისივე თქმით, „ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელის შეშლა, ურთიერთდამოკიდებული სამყაროს იზოლირების მოთხოვნა, ისტორიის კურსის უკან შებრუნებას ნიშნავს“.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დღეს პერუში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!