მამუკა მდინარაძე - შავი ლაქა - ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტივობებს და ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს.

"შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…“ - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს