დიმიტრი ხუნდაძე - მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო - ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება

კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს , რითაც დღეს ცესკოში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მისივე თქმით, ყველა უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანა და საზოგადოებაც დაცული იქნება.

„კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი. დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ხალხის ნდობის გარეშე, ძალადობით და სამარცხვინო საქციელით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

საზოგადოების უმრავლესობამ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას დაუჭირა მხარი, რასაც ცალ ფეხზე მდგომმა კრიმინალებმა ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო. ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება. უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანაც და საზოგადოებაც იქნება დაცული!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა