ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდი მერიის ინფორმაციით, ცაიშსა და ცაცხვში მიმდინარე პროექტებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მერის მოადგილეები და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

„ცაიშში ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, შიდა გზების და აღმართების საფარის მოწყობა და იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ცაცხვში სრული რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღს. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

აქტიურად მიმდინარეობს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმისა და ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ადგილი და ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე ადგილობრივებისთვის.

,,ჩვენი პოლიტიკაა, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განვსაზღვროთ მნიშვნელოვანი მიმართულებები ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რომლის მოგვარება არის პრიორიტეტული ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ცაიშსა და ცაცხვში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა შიდა გზებისა და აღმართების კაპიტალური საფარის მოწყობა, ხიდის მშენებლობა, ასევე, ცაიშში ეწყობა იუსტიციის სახლი, მიმდინარეობს ცაიში-ცაცხვის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ეს ტემპი რა თქმა უნდა ყოველწლიურად იქნება შენარჩუნებული , იმისათვის რომ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული“, - აღნიშნა მერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს