რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, რამდენიმე ქალაქში აფეთქებები მოხდა

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მონიტორინგის არხების მიხედვით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთდროულად 45 რაკეტა იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, სტრატეგიული ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით 05:42 საათზე დაიწყო. ამის შემდეგ, რუსებმა "კალიბრები" გაუშვეს, ოკუპირებული ყირიმის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების საფრთხე არსებობდა.

რაკეტების კურსი კიევის, კროპივნიცკის, კრივი-რიჰის, ოდესის, მიკოლაივის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავისა და ვინიცის ოლქებში. ზოგიერთმა მათგანმა ჰაერში კურსი შეიცვალა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. აფეთქებები მოხდა კიევის, ვინიცასა, ხმელნიცკის ოლქებში. რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის, დონეცკის დნეპროპეტროვსკის ოლქებში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს