ანა წითლიძე - მნიშვნელოვანია, რომ აქციები სისტემატური იყოს, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები სისტემატური იყოს.

წითლიძე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც „რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ აიძულებს.

“ყოველდღიური აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - როდესაც ქვეყანაში არ არსებობს და არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ საპროტესტო მუხტი ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები სისტემატური იყოს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

როგორც ცნობილია, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს