ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა უკრაინას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, ნიკოლაევში ორი ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მასიური კომბინირებული დარტყმა უკრაინის ყველა რეგიონზე. გუშინ ღამის და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კინჟალები“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, რუსების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

„მტრის სამიზნე იყო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, არის ობიექტების დაზიანება დარტყმებისა და ნამსხვრევების დაცემის შედეგად. ნიკოლაევში დრონით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ამ დროისთვის არის ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე, მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა შედეგების აღმოსაფხვრელად და აღდგენისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს