ანდრეი სიბიგა - რუსეთის საჰაერო თავდასხმა არის ომის დამნაშავე პუტინის პასუხი ყველას მიმართ, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა და ეწვია - ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მიღწევა სიძლიერით და არა დაშოშმინებით

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევა არის ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინის პასუხი მათ მიმართ, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა ან მოინახულა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და დრონების თავდასხმას.

„რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა: თვითმფრინავები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას მიმართ, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა და მოინახულა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მიღწევა სიძლიერით და არა დაშოშმინებით”, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ზარს "პანდორას ყუთი" უწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს