ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში - ძალიან უჭირთ კონსტრუქციულად იმოქმედონ

ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას კონსტრუქციული მოქმედება ძალიან უჭირს.

„ამ ეტაპზე, რაც იკვეთება, მათ ძალიან უჭირთ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ამას აქვს, სამწუხაროდ, ერთი მთავარი მიზეზი - ისინი არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ ამისთვის გამოგვიცხადა ნდობა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს