გურამ მაჭარაშვილი - რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

რაც გუშინ, ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, ეს იყო მორიგი იმის მტკიცებულება, რომ გამორიცხულია „ნაცმოძრაობის“, როგორც ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა,- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იმ ფაქტს, რომ ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საზოგადოება იღებს ერთ გადაწყვეტილებას, რადიკალურ ოპოზიციას უნდა სხვა გადაწყვეტილება.

„რაც გუშინ, ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, ეს იყო მორიგი იმის მტკიცებულება, რომ გამორიცხულია "ნაცმოძრაობის", როგორც ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ საქართველოს საზოგადოება იღებს ერთ გადაწყვეტილებას, რადიკალურ ოპოზიციას უნდა სხვა გადაწყვეტილება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან არაფერს, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ჩადენასაც კი. ეს ყველამ საჯაროდ ნახა, ასე თავხედურად, პირდაპირ, სისხლისსამართლებრივი სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, იმას ნიშნავს, რომ ეს ძალა არ არის ქართული ძალა, ის ემსახურება უცხოურ აგენტურას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო