გია ვოლსკი ცესკო-ში მომხდარზე - ეს არის ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება ჰქვია - რევოლუციური სცენარის ნაწილია

ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, ეს იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იმ ფაქტს, რომ ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული ქმედება „რევოლუციური სცენარის ნაწილია“.

„რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება. რევოლუციური სცენარის ნაწილია, რასაკვირველია, წინასწარ განზრახვით მოხდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სითხე შეასხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი