პრემიერ-მინისტრმა თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: ,,ზღვის პროდუქტები"; ,,პალიასტომი 2004"; ,,გეოფიშ კომპანი"; ,,აისბერგი 2"; ,,მბმ".

ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს მოპოვებასთან ერთად ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა.

ლიცენზიის გაცემისას არცერთ ქართულ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი თევზსაჭერი გემი და თევზჭერა იჯარით შემოყვანილი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა 5 გემი შეიძინეს. სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის შედეგად, ქართული თევზსაჭერი ფლოტი 9 გემით გაიზარდა. პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ქართული გემების ეკიპაჟი გადამზადებული ქართველი მეთევზე მეზღვაურებით დაკომპლექტდება.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 161 ადამიანი. ახალი გემების შეძენა ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თევზის რესურსის სრულად ათვისების და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის სისტემატიზებული წარმოების საშუალებას აძლევს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს