ოლაფ შოლცი -  ცოტა რამ შეიცვალა ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებებში და ეს არ არის კარგი ამბავი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მისი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აჩვენებს, რომ ომის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებაში ცოტა რამ შეიცვალა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად გამგზავრების წინ, ბერლინის აეროპორტში შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღირდა რუსეთის ლიდერთან საუბარი, რათა ეცადა გაეფანტა ილუზიები იმის შესახებ, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერას კარგავს.

„საუბარი იყო ძალიან დეტალური, მაგრამ ხელი შეუწყო იმის აღიარებას, რომ ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებებში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი“, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს პარასკევს, ორი წლის განმავლობაში პირველად, ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გააკრიტიკა დ განაცხადა, რომ ამ ზარმა ძირი გამოუთხარა პუტინის იზოლაციის მცდელობებს და "პანდორას ყუთი" გახსნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს