თბილისში სხვადასხვა ლოკაციიდან სტუდენტები ლოზუნგით - „დაიბრუნე ხმა“ მსვლელობას მართავენ

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - „დაიბრუნე ხმა“ მართავენ.

ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სტუდენტებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული ბანერები.

ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსთაველის მეტროსთან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.

რაც შეხეება GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისინი მარშს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.

სტუდენტები გეგმავენ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანიფესტი გააჟღერონ.

მოთხოვნების და მოწოდების შემდეგ სტუდენტები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა!” შეუერთდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს