ალეკო ელისაშვილი - არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას, არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არჩევნები გააუქმეს - არ შევეგუები და ვიბრძოლებ

მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას! - ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსს” მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მხარდამჭერებთან ერთად დაანონსებულ აქციას “დაიბრუნე ხმას” უერთდება.

მისივე თქმით, არ უნდა შევეგუოთ, რომ არჩევნები გააუქმეს.

“ეს აქცია სამოქალაქო ინიციატივაა, რომელსაც ვუერთდები, ეს არ არის პარტიების ორგანიზებული. მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას, არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არჩევნები გააუქმეს. ეს გვითხრეს, რომ არჩევნები გაუქმდა, ყოველთვის “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ეს არჩევნები აღარაა, რუსული წესით და ოპერაციებით ჩატარდებაო. ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ. საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნები პატიოსანი წესით, სანამ არ შესრულდება ფეხს არ მოვიცვლი”,- აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია - "დაიბრუნე ხმა" იგეგმება, რომელსაც სტუდენტები, პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციიდან უერთდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს