ბადრი ჯაფარიძე - გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, სხვა გეგმა არ არსებობს - არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია

გეგმა არის უწყვეტი პროტესტი! სხვა გეგმა არ არსებობს! უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი. არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელიც გაყალბებული არჩევნებით იქნა არჩეული,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” საკანონმდებლო ორგანოსთან განუცხადა, სადაც აქციაა დაანონსებული.

ჯაფარიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ნახავს საზოგადოება „რა უმსგავსობები“ მოხდა 26 ოქტომბერს.

“აქ მოვედით იმისთვის, რათა ვნახოთ უამრავი მტკიცებულება, რომელსაც დამკვირვებლები წარადგენენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თანამოქალაქეებს, თუ რა უმსგავსობები მოხდა 26 ოქტომბერს. გეგმა არის - უწყვეტი პროტესტი! სხვა გეგმა არ არსებობს. უწყვეტი და მშვიდობიანი პროტესტი. არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელიც გაყალბებული არჩევნებით იქნა არჩეული”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!