ნინო ლომჯარია - პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა

[არჩევნების დღეს] სხვადასხვა პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არჩევნებიდან სამი კვირის თავზე არცერთ ფაქტზე არავინ დაინტერესებულა - არც ძალადობაზე, არც გაყალბებაზე, არც პირადი მოწმობების წართმევაზე, არც მოსყიდვაზე და ნების კონტროლზე.

„სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს, იმიტომ რომ დანაშაულებზე ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში დავიწყეთ საუბარი. არჩევნების დღეს მთელი დღე კეთდებოდა განცხადებები და კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე ვსაუბრობთ, უკვე მესამე კვირაა. მესამე კვირა გავიდა არჩევნებიდან და არცერთ ამ ფაქტზე არავინ დაინტერესებულა - არც ძალადობაზე, არც გაყალბებაზე, არც პირადი მოწმობების წართმევაზე, არც მოსყიდვაზე, ნების კონტროლზე. აშინებდნენ და ემუქრებოდნენ.

სხვათა შორის არაჩვეულებრივი საგამოძიებო ჟურნალისტიკა კეთდება სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან და ნამდვილად დასაფასებელია, მათ შორის ნოდარ მელაძის გუნდის მიერ გაკეთებული [რეპორტაჟები]. ამ რეპორტაჟებით ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ იმ ადამიანებს და ფაქტებს, რაზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი ორგანოების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით აშინებდნენ სხვადასხვა ამომრჩეველს, აკონტროლებდნენ მათი ნების გამოხატვას. ნაწილს სახლში ტოვებდნენ პირადობების ჩამორთმევით, მუქარით და ა.შ.

სხვადასხვა პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა. ისინი ქოლ-ცენტრების საშუალებით ამოწმებდნენ ამას და შესაბამისად, იგეგმებოდა გაყალბების მასშტაბიც“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს