ოპოზიცია 24-საათიან პროტესტს აანონსებს

ოპოზიციის ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე 24 საათიან პროტესტს აანონსებს. შესაბამისი განცხადებები "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, საზოგადოებისთვის შემდგომი გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი და პროტრესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება სამართლიანი არჩევნები.

„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს. ასევე ჩვენ არ ვაპირეთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მდგომ ხალხს, თსუ-სთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24-საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს, ეს ქაოტური პროცესი არ არის. ეს დაგეგმილი პროცესია, რომელსაც ელემენტარული შემართება სჭირდება და რომელიც ყველა თქვენგანს ყველაზე მეტად გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს და პარტიას. მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენ ხართ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს