ნიკა მელია - 24 საათის განმავლობაში, ხვალ 20:00 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით - ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება

დღეს საღამოს 20:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია [თსუ-ის უნივერსიტეტის მიმდებარედ] გადაიკეტება - ქუჩა ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმია და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ქუჩას დემოკრატიისთვის გამოვიყენებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ თსუ-სთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.

„დღეს საღამოს 20:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია [თსუ-ის უნივერსიტეტის მიმდებარედ] გადაიკეტება. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი განაგებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხალხი არ აღიარებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. მაშასადამე, პირველ რიგში ჩვენ - პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ნდობის მოდული მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა, მაგრამ სისტემური გაყალბებით ხელისუფლებამ თვითმარქვიად გამოაცხადა საკუთარი თავი, ვმოქმედებთ დღეიდან მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატურად. 24 საათის განმავლობაში, ხვალ საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით. შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.

ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება! არავის ეგონოს, რომ ბრძოლა შენელდება, ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი გამოსავლით - ახალი არჩევნებით. ქუჩა ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმია და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ქუჩას დემოკრატიისთვის გამოვიყენებთ. ჩვენი ხმა არჩევნების შედეგებში არ აისახა იმიტომ, რომ გააყალბეს, მაგრამ ჩვენი ხმა თბილისის ქუჩებიდან აისახება იმ შედეგზე, რომელიც ახალი არჩევნებით დასრულდება“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს