პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თსუ-სკენ დაიძრნენ - რატი ამაღლობელმა მათ უნივერსიტეტთან მყოფი პირების დახმარებისკენ მოუწოდა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, პოეტმა, რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრან.

როგორც ამაღლობელმა განმარტა, იქ შეკრებილ პროტესტანტებს არ აძლევენ უფლებას, რომ გამოთქვან თავისუფალი პროტესტი.

“ჩვენი თანამებრძოლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსთან არიან. მათ არ აძლევენ უფლებას, რომ გამოთქვან თავისუფალი პროტესტი. ჩვენ, ყველანი ერთად, სოლიდარობის ნიშნად მხარში ამოვუდგეთ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ახლა დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ერთად, ორგანიზებულად მივდივართ ჩვენი მეგობრების მხარში ამოსადგომად. დავიძარით!“, - განაცხადა ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს