ხატია დეკანოიძე - ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს - ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით

ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს - ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა არის, რომ 24 საათი ჭავჭავაძის გამზირზე უნდა იდგნენ.

„აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ არის, და ა.შ. ყველა აქ ვართ, არსად მივდივართ. ყველაფერი იქნება - ყავა, ჩაიც, დამტენიც და ყველაფერი.

ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას ან რა ვიცი, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს. ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით. ეს არის გეგმა - 24 საათი აქ უნდა ვიდგეთ. ყველა აქ არის. ნიკაზე [გვარამია] გაავრცელეს წავიდაო - ის აქ არის. ამიტომ, ერთად, ერთიანობით, შემართებით ვიქნებით. აბა თქვენ იცით, არ შეგცივდეთ, მოდით, ვილაპარაკოთ და ნებისმიერ დროს გაგვიზიარეთ თქვენი აზრები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მიტანილია პლედები და პარალონები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს