კარვების გაშლის გამო, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული.

კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს - ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს