დიმიტრი ცქიტიშვილი - ზოგს შეიძლება მოეწონოს აქციის ესთეტიკა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტია და ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა - „ოცნების“ დეპუტატები შეიძლება პარლამენტში შეიკრიბონ, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად შეიკრიბება

ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება - ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლობის "ძალიან მწვავე" განცდა.

„ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია- ქვეყანაში არის უსამართლობის ძალიან მწვავე განცდა. სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ადგილას, ალბათ, იქნება ასეთი უკმაყოფილების გამოხატვის პროცესი. დღევანდელი აქცია, რომ დაიწყო რუსთაველზე, იქ ვიყავი, შემდეგ გადმოინაცვლეს ვერა-ვაკის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ პროტესტის მონაწილეები ვართ. ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. არამხოლოდ დღევანდელობა, არამედ მომავალი კვდება. მომავალს უკლავენ ამ ქვეყანას. ეს პროტესტი არის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში და თაობაში. ზოგს შეიძლება მოეწონოს ესთეტიკა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტია და მათ შორის ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა.

ამ პროტესტის მონაწილე ვიქნები მანამ, სანამ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ გზას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, რომელიც პარლამენტის შეკრებას შეეხებოდა, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, შეიძლება, პარლამენტში წინა დღით შეიპარონ, მაგრამ ისინი საზოგადოების უკმაყოფილებას ვერ დაემალებიან.

„შეიძლება შეიკრიბონ, შეიძლება წინა ღამით შეიპარონ ან მერე გამოიპარონ. ფაქტია, რომ ისინი ვერ გაექცევიან და დაემალებიან საზოგადოების იმ უკმაყოფილებას, რომელიც იქნება სწორედ მათი ასეთი ჯიუტი და თავხედი მოქმედებებით. შეიძლება შეიკრიბონ, მაგრამ ვფიქრობ, [პარალელურად] საზოგადოებაც ძალიან აქტიურად შეიკრიბება იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საზოგადოება ამ არჩევნების შედეგებს და კონკრეტულად ამ პარლამენტს არ აღიარებს. ეს იქნება ძალიან მკაფიო. ვფიქრობ, 25-ში იქნება დიდი და მასშტაბური აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ საზოგადოება არ ეგუება. ასევე, იქნება ყველა შემდგომ ისეთ სესიაზე, სადაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება დასჭირდებათ. ჩვენ არათუ არჩევნების შედეგები არ უნდა ვაღიაროთ, არამედ ამ პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, ყველა არალეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ და მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ პროცესში ქვეყნის მართვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მიტანილია პლედები და პარალონები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის