reuters - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნებას რთავს უკრაინას გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.

ამასთან, მედია, წერს, რომ უსაფრთხოების გამო წყაროებმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, აღინიშნება, რომ უკრაინა გეგმავს განახორციელოს თავისი პირველი შორ მანძილზე შეტევები უახლოეს დღეებში.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ცვლილება არის რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხი, რამაც ვაშინგტონსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ უკრაინის სამხედროებს ჰქონოდათ საშუალება გამოეყენებინათ ამერიკული იარაღი რუსულ სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საზღვრიდან მოშორებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება