ხატია დეკანოიძე - ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს - ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი ვერ გაუძლებს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად მთლი ღამის განმავლობაში გზა ჰქონდათ გადაკეტილი.

დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნება" - "რეჟიმი ვერ გაუძლებს".

„ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს. ვინც დაიძინა, ვინც დაისვენა, მოვიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმი ვერ გაუძლებს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იჯანჯღაროს და იყანყალოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დემონსტრანტებმა ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს. ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინის მიმდებარედ 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. ადგილზე მომიტინგეებს საავტომობილო მოძრაობა 17 ოქტომბრის 20:00 საათიდან პარალიზებული აქვთ.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.

როგორც ცნობილია, მომიტინგეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შედეგებს არ აღიარებენ. ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს