სოფო ჯაფარიძე - ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა - მჯერა, რომ არ დაიღლებით, მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე

ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა - მჯერა, რომ არ დაიღლებით, მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილ მოპოვებულ გამარჯვებას, - ასე მიმართა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

მან მოქალაქეების აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, დილა მშვიდობისა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა და გქონდათ ყველას. მადლობა, რომ არ დაიღალეთ და მე მჯერა, რომ არ დაიღლებით. მე მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე იქამდე, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილ მოპოვებულ გამარჯვებას. მეგობრებო, ახლა ვინც სხედხართ ტელეეკრანებთან, მოდით, გამოდით, დადექით ჩვენთან ერთად და ერთად ვიბრძოლოთ. ერთად დავდეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. გელოდებით ყველას,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და მათ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს