ელენე ხოშტარია - ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ამ ბრძოლის კიდევ ბევრი სხვა ფორმა იქნება

ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ამ ბრძოლის კიდევ ბევრი სხვა ფორმა იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი.

როგორც ხოშტარიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ როდესაც ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიბრძოლოთ, მათ შორის, ვიბრძოლოთ ქუჩაში. ისეთი ფორმებით ვიბრძოლოთ, რომელიც მოულოდნელია „ქართული ოცნებისთვის“ და რომელიც შედეგს მოიტანს.

გუშინ, ჩვენ გამოვაცხადეთ აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი - ქალაქის ცენტრია. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, კიდევ ბევრი სხვა ფორმა ამ ბრძოლის იქნება. ჩვენ გვაქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, ოღონდ ეს მხარდაჭერა დგას, სწორედ, ხალხის ბრძოლაზე. დღეს პირველი ღამე იყო, როდესაც ჩვენ ერთად გავათენეთ და ერთად ვიდექით. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა და მომდევნო დღეებიც იქნება პროტესტი სხვადასხვა ფორმით“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ შეიძლება ვიამაყოთ იმით, რომ მხარს გვიჭერენ პარტნიორები, მაგრამ „ჩვენი მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს ის, რომ დავიბრუნოთ თავისუფალი ნება“.

„მგონია, რომ მთავარი მუხტის მიმცემი საქართველოს მოქალაქისთვის არის ის, როდესაც მათ ართმევენ თავისუფალ ნებას. დანარჩენი არის დანამატი, ჩვენ შეიძლება ძალიან ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ მხარს გვიჭერენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენ გვეძახიან ევროპის დედაქალაქს და ა.შ. მაგრამ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს ის, რომ დავიბრუნოთ თავისუფალი ნება. ამაზე შენდება მერე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაც და ყველა ის რეზოლუცია და კრიტიკული განცხადება, რაც დასავლეთიდან მოდის“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში