პრემიერი - არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო - მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს, გიორგი კალანდარიშვილს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იყო, რომელშიც მმართველმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აღნიშნა, რომ წნეხის მიუხედავად, ცესკომ არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება შეძლო.

„გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო რეალურად გადამწყვეტი არჩევნები, ერთგვარი რეფერენდუმი. პირველ რიგში, რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. აქ არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე სათანადო პოზიცია დაიკავა და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო, ჩვენ 892 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც დამეთანხმებით, დამაჯერებელი მაჩვენებელია. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლო ოქმით დადგინდა. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს, ცესკო-ს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. მადლობა ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკო-ს შესაბამის წევრებს. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი წნეხი იყო ცესკოზე. ძალიან მძიმე ინციდენტი იყო, რა გუშინწინ ვიხილეთ, თუმცა ცესკო-ს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოოდ, უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება“, -განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან